“Freevolution”-ის ტარიფების აქტივაციების გაუქმება

“Freevolution”-ის ტარიფების აქტივაციების გაუქმება

ძვირფასო აბონენტებო!

 

გაცნობებთ, რომ 29 იანვრიდან უქმდება სატარიფო ხაზში „Freevolution“ შემავალი ტარიფების - ფრიმიუმი-ს, საბაზისო-ს და ულიმიტო-ს აქტივაცია.

 

იმ შემთხვევაში, თუ უკვე ჩართული გაქვთ ამ ტარიფებიდან ერთ-ერთი, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებთ ტარიფით სარგებლობას. ვადის გასლისას კი, სტანდარტულად იმუშავებს ტარიფის ავტომატური გაგრძელების ფუნქცია.

 

შეგახსენებთ, რომ ტარიფის მოქმედების ავტომატური გაგრძელებისთვის სისტემას ბალანსზე საკმარისი თანხა უნდა დახვდეს ტარიფის მოქმედების 30-ე დღის ზუსტად იმ საათზე, რომელ საათზეც მოხდა ტარიფის ჩართვა წინა თვეში. 30-ე დღეს ბალანსზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, სისტემა 5 დღის განმავლობაში დაელოდება მის შევსებას ტარიფის თავიდან გასააქტიურებლად. თუ 5 დღის მანძილზეც არ შეივსება ბალანსი საკმარისი თანხით, მოხდება ტარიფის დეაქტივაცია და ნომერზე ამოქმედდება სტანდარტული ტარიფი, რის შემდეგაც სატარიფო ხაზის „Freevolution“ ტარიფების აქტივაცია აღარ იქნება შესაძლებელი.

 

ბილაინის სხვა ტარიფების სანახავად გადადი ბმულზე.