ბილაინის შეჯიბრი

ბილაინის შეჯიბრი

 

ბილაინის თამაშების კონკურსი საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად

 

ბილაინის მობილური თამაშების წამახალისებელი კონკურსი ჩატარდება 2020 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში და ჯამში გამოვლინდება 3 გამარჯვებული:

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბილაინის ნებისმიერ აბონენტს, ვინც ითამაშებს ბილაინის მობილური თამაშებიდან ერთ-ერთს მაინც.

 

კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ ბილაინის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს. ოჯახის წევრებში იგულისხმება: შვილი/ები, მეუღლე, მშობლები, და-ძმა.

 

2020 წლის 15 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველი კვირის ბოლოს გამოვლინდება აბონენტი, რომელმაც პერიოდის განმავლობაში, ერთჯერადად მაქსიმალური მეგაბაიტების დაგროვება მოახერხა და ასეთ აბონენტს გაუორმაგდება მოგებული მეგაბაიტების რაოდენობა.

 

პირველი გამარჯვებული გამოვლინდება 16 ნოემბერს, 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ერთჯერადად მაქსიმალური მეგაბაიტების დაგროვება (ბონუსად დარიცხული, გაორმაგებული მეგაბაიტების გარეშე, თუ ასეთი ექნება) მოახერხა და ასეთ აბონენტს საჩუქრად გადაეცემა სმარტ საათი Samsung SM-830 40mm Galaxy Watch.

 

მეორე გამარჯვებული გამოვლინდება 17 დეკემბერს. აბონენტი რომელმაც, 16 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ერთჯერადად მაქსიმალური მეგაბაიტების დაგროვება (ბონუსად დარიცხული, გაორმაგებული მეგაბაიტების გარეშე, თუ ასეთი ექნება) მოახერხა და ასეთ აბონენტს საჩუქრად გადაეცემა სმარტ საათი Samsung SM-830 40mm Galaxy Watch.

 

2020 წლის, დეკემბრის თვის ბოლო დღეს გამოვლინდება აბონენტი, რომელმაც ჯამურად 15 ოქტომბრიდან - 30 დეკემბრის პერიოდის განმავლობაში, ერთჯერადად მაქსიმალური ქულის დაგროვება მოახერხა  (ბონუსად დარიცხული, გაორმაგებული მეგაბაიტების გარეშე, თუ ასეთი ექნება) და ასეთ ბონენტს საჩუქრად გადაეცემა სმარტფონი Samsung Galaxy Note 20 Ultra.

 

 

კონკურსში მონაწილეობა და პრიზის მოგება შეუძლია 18+ ასაკის ბილაინის აბონენტს, ხოლო თუ აბონენტი არასრულწლოვანია მას დაჭირდება მშობლის/კანონიერი მეურვის თანხმობა. პრიზის მისაღებად მოგებულმა უნდა წარადგინოს სიმ ბარათი. პრიზი გაიცემა სიმ ბარათის მფლოებელზე და არა მასზე, ვიზეც გაფორმებულია მოცემული ტელეფონის ნომერი.

 

გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ზემოთ ნახსენები პერიოდის გასვლის შემდეგ (ეს პერიოდებია: 15 ოქტომბერი, 2020 – 15 ნოემბერი, 2020; 16 ნოემბერი, 2020 – 16 დეკემბერი, 2020; 15 ოქტომბერი, 2020 – 30 დეკემბერი, 2020), მომდევნო დღეს, თამაშების ლიდერბორდის საშუალებით. გამარჯვებულის ვინაობა გამოცხადდება ბილაინის Facebook -ის ოფიციალურ გვერდზე: (https://web.facebook.com/beeline.ge/ ); გამარჯვებული ასევე მიიღებს პირად შეტყობინებას მისი მობილურის ნომერზე.

 

პრიზის გადაცემა გამარჯვებულისთვის მოხდება ბილაინის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის განმავლობაში. პრიზის მიღება გამარჯვებულმა შესაბამის მიღება-ჩაბარებაზე ხელის მოწერით უნდა დაადასტუროს.