Stingray Music Premium App - ახალი პაკეტები ბილაინის აბონენტებისთვის

Stingray Music Premium App - ახალი პაკეტები ბილაინის აბონენტებისთვის

თუ ხარ მუსიკის მოყვარული, 8 ივლისიდან, ბილაინისა და Stingray Music-ის პარტნიორობის ფარგლებში, შეგიძლია ისარგებლო ახალი, სპეციალურად შექმნილი პაკეტებით:

 

  • 1GB + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი - 3₾

ვადა: 1 კვირა

 

  • Stingray Music App პრემიუმ პაკეტი - 7₾

ვადა: 1 თვე

 

ახალ შეთავაზებებთან ერთად, კვლავ შეგიძლია ისარგებლო უკვე არსებული პაკეტითაც:

 

  • 3GB + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი - 9

ვადა: 1 თვე

 

 

შეთავაზებებით სარგებლობისთვის, საჭიროა გაიაქტიურო Stingray Music-ის რომელიმე პაკეტი MyBeeline App-ის, ვებგვერდის, პრომო კოდების პლატფორმის ან USSD კოდის (1GB + Stingray Music App - *512*01#, Stingray Music App - *515*01#) მეშვეობით, რის შემდეგაც, Stingray Music App-ში ერთჯერადი ავტორიზაციის გავლის შემდეგ შეძლებ შეძენილი პაკეტით სარგებლობას. პაკეტების ვადის გასვლის შემდეგ მოხდება მათი ავტომატური პროლონგაცია.

 

ინტერნეტ პაკეტის ბალანსის შემოწმება: *107#

  

 

Stingray გლობალური ბრენდია, რომელიც უკვე 23 წელია რაც ბაზარზე მოღვაწეობს. Stingray Music მუსიკალური პლატფორმა 150-ზე მეტ კონკრეტული მიმართულების მქონე, მუდმივად განახლებად ფლეილისტებს მოიცავს, რომლებიც თანამედროვე მუსიკალური ტრენდებისა და მსმენელთა უკუკავშირის საფუძველზე, 200-მდე ადამიანის მიერ ყოველდღიურად იქმნება. Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტი კი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობას, რეკლამების გარეშე, მაღალი აუდიო ხარისხის მეშვეობით მოგცემს.

 

აპლიკაციის ჩამოსატვირთად გადადი შესაბამის ბმულზე:

Play Store

App Store*

 

 *აპლიკაციით სარგებლობისთვის, Apple ID-ში მითითებული უნდა იყოს საქართველო.