ბილაინი მუსიკალური აპლიკაცია Stingray-ს პარტნიორია

ბილაინი მუსიკალური აპლიკაცია Stingray-ს პარტნიორია

ბილაინი პარტნიორობას იწყებს მუსიკალური სერვისების მომწოდებელ კომპანიასთან Stingray Music, რომლის ფარგლებშიც ბილაინის ნებისმიერი აბონენტი ისარგებლებს აპლიკაციის პრემიუმ პაკეტითა სრულიად უფასოდ, $3.99-ის ნაცვლად და მიიღებს წვდომას 200-ზე მეტ მუსიკალურ არხზე. უფასო ვერსიისგან განსხვავებით, პრემიუმ პაკეტი არ შეიცავს რეკლამას და აქვს მაღალი ხარისხის გარჩევადობა.

 

აპლიკაცია Stingray არ მოითხოვს რეგისტრაციის გავლას. გადმოწერის შემდეგ, საჭიროა მიყვე მარტივ ინსტრუქციას.

 

შეთავაზება მოქმედებს 15 დეკემბრიდან 14 თებერვლის ჩათვლით და ხელმისაწვდომია მხოლოდ ბილაინის აბონენტებისთვის.

 

 

აპლიკაციის ჩამოსატვირთად გადადი ბმულზე:

Play Store

App Store

 

*აპლიკაციით სარგებლობისთვის, Apple ID-ში მითითებული უნდა იყოს საქართველო.