eSIM - ვირტუალური SIM ბარათი უკვე ბილაინშია

eSIM - ვირტუალური SIM ბარათი უკვე ბილაინშია

eSIM (Embedded SIM) არის ტელეფონში ჩაშენებული, ახალი თაობის ვირტუალური SIM ბარათი, რომელიც ფიზიკური SIM  ბარათის ყველა ფუნქციას ასრულებს. eSIM-ის მთავარი უპირატესობა მის მარტივ და სწრაფ გააქტიურებაშია. eSIM-ის აქტივაცია შესაძლებელია ფიზიკური SIM  ბარათის პარალელურად. შესაბამისად, შესაძლებელია ერთზე მეტი ნომრით ერთდროულად სარგებლობა.

 

eSIM-ის შეძენა ან არსებული ფიზიკური SIM ის eSIM-ით შეცვლა შესაძლებელია ბილაინის მაღაზიაში მისვლის გარეშე, ვებგვერდიდან. მომსახურება ხელმისაწვდომია 24/7.

 

eSIM-ზე ხელმისაწვდომია ბილაინის ყველა ის სერვისი, რომლითაც მომხმარებელი სარგებლობს ფიზიკური SIM  ბარათის შემთხვევაში.

 

eSIM-ის აქტივაციისთვის აუცილებელია სმარტფონს ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა.

 

დეტალური ინფორმაცია eSIM-ის შესახებ შეგიძლია ნახო ბმულზე.