ბილაინის აბონენტებს მომსახურებების გააქტიურება თვითმომსახურების ტერმინალები მეშვეობით შეეძლებათ

ბილაინის აბონენტებს მომსახურებების გააქტიურება თვითმომსახურების ტერმინალები მეშვეობით შეეძლებათ

მალე ბილაინის აბონენტებს მაღაზიებში თვითმომსახურების ტერმიალებით სარგებლობა შეეძლებათ. თვითმომსახურების ციფრული ტერმინალები მომხმარებლებს საშუალებას მისცემთ მარტივად გაიაქტიუროს ბილაინის ნებისმიერი მომსახურება - ბალანსის შევსება, ტარიფები, ინტერნეტ და ხმოვანი პაკეტები, ნომრის ძიება და სხვა.

 

პროდუქტების შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშწორების საშუალებით, საბანკო ბარათების მეშვეობით. ნაღდი ანგარიშწორების შემთხვევაში გადახდის პროცესის დასრულება ხდება ოპერატორთან. არსებული თვითმომსახურების ტერმიალების დახმარებით ასევე შესაძლებელია სასურველი ნომრის შერჩევა და ყიდვაც.

 

თვითმომსახურების ტერმიალები უკვე ბილაინის ორ, გლდანისა და რუსთაველის მაღაზიაში სრულყოფილად ფუნქციონირებს, უახლოეს პერიოდში კი მისი განთავსება მოხდება თბილისის ყველა, ასევე ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და რუსთავის ფილიალებში.