2 GB მობილური ინტერნეტი და ენის შემსწავლელი პლატფორმა Busuu -ს პრემიუმ პაკეტი მხოლოდ 11₾

მედიაცენტრი

2 GB მობილური ინტერნეტი და ენის შემსწავლელი პლატფორმა Busuu -ს პრემიუმ პაკეტი მხოლოდ 11₾

თბილისი, 8 ივნისი, 2021 – საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი, მის მომხმარებლებს ახალ პროდუქტს სთავაზობს. მხოლოდ 11 ლარად თვეში, ბილაინის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 2GB მობილური ინტერნეტითა და უცხო ენების შესწავლის პლატფორმა Busuu-ს პრემიუმ პაკეტით.

პროდუქტით სარგებლობისთვის: 

 

  • მომხმარებელი გადადის ბმულზე გადის ვერიფიკაციას მობილურის ნომრით, იაქტიურებს ხსენებულ მომსახურებას რის შემდეგაც SMS-ის მეშვეობით იღებს პრომო კოდს;
  • შემდეგ, გადის რეგისტრაციასBusuu-ს ვებგვერდზე და ანგარიშის მენიუში, ველში Redeem a voucher შეყავს მიღებული კოდი. მომხმარებელს უაქტიურდება პრემიუმ პაკეტი ერთი თვით;
  • მომსახურების აქტივაციების რაოდენობა ბილაინის აბონენტებისთვის შეუზღუდავია.

 

Busuu უცხო ენების შესწავლის  პოპულარული და ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვედის, ასევე iOS და ანდროიდის აპლიკაციების მეშვეობით. Busuu უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ისწავლოს უცხო ენა იმ ადამიანთან ურთიერთობით, ვინც მოცემულ ენას ბუნებრივად ფლობს. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული 12 ენა, მათ შორის: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ჩინური, თურქული და სხვა. პლატფორმა სადღეისოდ 100 მილიონ მომხმარებელს ითვლის.

 

Busuu-სთან თანამშრომლობა ბილაინის ციფრული მიმართულების სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა მომხმარებელს წვდომა მისცეს მსოფლიოში წამყვან საგანმანათლებლო, გასართობ თუ სპორტულ რესურსებსა და კონტენტზე.

 

____________________________________________________________________________________

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

 

 

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ: www.veon.com

""