მენეჯმენტი

მენეჯმენტი

ანჯეი მალინოვსკი

გენერალური დირექტორი

ანჯეი მალინოვსკი

გენერალური დირექტორი

ანჯეი მალინოვსკი „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი „ბილაინი“) 2017 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს.

ანჯეი დაიბადა 1968 წლის 21 ივნისს. ის ეროვნებით პოლონელია, აქვს  ფართო მოხმარების საგნების საცალო გაყიდვებისა და ელექტრონული კომერციის სფეროში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება.

ანჯეი მალინოვსკის გააჩნია ელექტრონული კომერციის ბიზნესის გაშვების, განვითარებისა და მართვის დიდი სამუშაო გამოცდილება. იგი ასევე ხელმძღვანელობდა სტარტაპებისა და მობილური აპლიკაციების შემუშავებისა და განვითარების პროცესებს.

 

 

ლაშა ტაბიძე

ბიზნეს ოპერაციების დირექტორი

ლაშა ტაბიძე

ბიზნეს ოპერაციების დირექტორი

ლაშა არის ბიზნესის აღმასრულებელი - დიდი მოცულობის, მრავალასპექტიანი, საცალო და ბიზნესოპერაციების მართვის მრავალწლიანი გამოცდილებით. ლაშას აქვს ორგანიზაციის ლიდერებთან სტრატეგიული ალიანსების შექმნის შესანიშნავი უნარი, საკვანძო ბიზნეს ინიციატივების ეფექტური განხორციელებისა  და მხარდაჭერის მიზნით. მისთვის დამახასიათებელია განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა ინოვაციური მეთოდებით. ლაშას ერთ-ერთი დამსახურებაა ორგანიზაციაში მაღალკვალიფიციური თანამშრომლების განვითარება და შენარჩუნება.

ლაშა "ვიონი საქართველოს" 2011 წელს შეუერთდა, კომერციული დირექტორის რანგში. 2019 წელს ის გახდა ბიზნესის ოპერაციების დირექტორი. "ვიონი საქართველომდე" ის მუშაობდა კომპანიებში - სს სარაჯიშვილი - კომერციულ დირექტორის პოზიციაზე და Vellagio L.T.D. (ვისოლ ჯგუფი) - სარეკლამო კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორად.

დიმიტრი შუღლიაშვილი

ტექნოლოგიური დირექტორი

დიმიტრი შუღლიაშვილი

ტექნოლოგიური დირექტორი

დიტოს კარიერა საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად დაიწყო და განვითარდა. ის თვლის, რომ კომუნიკაციები თანამედროვე სამყაროში ჰაერივით მნიშვნელოვანია და სწრაფი ტემპით ვითარდება, ამიტომ თვითგანვითარებაზე ზრუნვა და ტექნოლოგიური სიახლეების კვალდაკვალ ყოფნა, გადამწყვეტ როლს თამაშობს სატელეკომუნიკაციო ბიზნესში.

დიტო „ვიონი საქართველოს“ 2016 წელს შემოუერთდა ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2019 წლიდან კი  როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების, ისე ტექნიკური დირექციის ხელმძღვანელი გახდა. მის კარიერაში ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიღწევა 2018 წლის იანვარში განხორციელებული DBSS პროექტია, რომლის შედეგად ბილაინის ქსელის სრულიად ახალ ინფორმაცულ სისტემაზე ტრანსფორმაცია მოხდა.

 „ვიონი საქართველომდე“ ის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა კავკასუს ონლაინში სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმძღვანელად. სამუშაო გამოცდილება ასევე აქვს მიღებული საბანკო და სახელმწიფო სექტორშიც.

ირაკლი ესართია

იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

ირაკლი ესართია

იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

ბილაინის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა გუნდს, ირაკლი 2006 წელს შეუერთდა. ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა სახელმწიფო თუ კომერციულ ორგანიზაციებში იურისტად და ადვოკატად მუშაობის გამოცდილება. „ვიონი საქართველოში“ მისი მოღვაწეობა უფროსი იურისტის პოზიციაზე დაიწყო, დღეს კი ის იურიდიული და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია. ამ ხნის განმავლობაში, ირაკლიმ სატელეკომუნიკაციო იურისპუდენციისა და ზოგადად ტელეკომ-ბიზნესის მართვის დიდი გამოცდილება მიიღო. ირაკლი, თავის გუნდთან ერთად, კომპანიის იურიდიული საკითხების მართვაზეა პასუხისმგებელი. მის მოვალეობებში ასევე შედის დირექტორთა საბჭოს, კომპანიის მენეჯმენტისა თუ აქციონერთა სრული იურიდიული მხარდაჭერა. ირაკლის აქვს ძლიერი ლიდერული და მენეჯერული უნარები. მისი კრედოა - სამართალი.

საკუთარ მიღწევებს შორის, ირაკლი განსაკუთრებულად აღნიშნავს, კომუნიკაციების ეროვნული კომიისის მიერ LTE აუქციონის გამოცხადებას, რასაც ბიძგი სწორედ მისმა ინიციატივამ და ძალისხმევამ მისცა, და ასევვე, წარმატებით დასრულებულ სამართლებრივ პროცესს, რომელმაც კომპანიას 4,5 მლნ ლარი მოუტანა.

 

ვასილ ბერიშვილი

ფინანსური დირექტორი

ვასილ ბერიშვილი

ფინანსური დირექტორი

ვასილის საქმიანობის  ძირითადი სფერო ფინანსური მონაცემების მართვაა: ტენდენციები, ხარჯების შემცირება, შემოსავლების ზრდა, ფაქტობრივი და საპროგნოზო მონაცემების ანალიზი და თავად ბიზნესის პოზიციის განსაზღვრა.

მისი მისიაა ,, გახადოს სამყარო უკეთესი“. მართლაც, თუ ვინმე ერთი შეხედვით გაუგებარი რიცხვებს გასაგებ ინფორმაციად გარდაქმნის, სამყარო გარკვეულწილად უკეთესი ხდება.

 

სხვადასხვა სამსახურებრივი მიღწევების ფარგლებში იგი ყველაზე მეტად იმით ამაყობს, რომ მისი თანამონაწილეობით შექმნილმა პროექტებმა (ბილაინის მიერ 3G ტექნოლოგიების განვითარებაში ინვესტირება, სამომხმარებლო დაკრედიტების მოქნილი სისტემა და სხვა) მნიშვნელოვანი ინვესტიცია მოუტანა ქვეყანას და „ბილაინის“ აბონენტებს  ახალი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა.

ლელა სალაყაია

პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი

ლელა სალაყაია

პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი

ლელას, როგორც ადამიანური რესურსების პროფესიონალის განვითარება  მოხდა  საერთაშორისო, სწრაფი, მაღალხარისხიანი მიღწევების მქონე ძლიერ კომპანიებში.  ლელას შეუძლია სტრატეგიულად ჩამოყალიბებული და შედეგებზე ორიენტირებული ადამიანური რესურსების პროგრამებისა და ბიზნესზე ორიენტირებული მიდგომების შემუშავება, განხორციელება და კომუნიკაცია.

 

ლელას კომპეტენციის სფეროებში შედის: ტალანტების მოზიდვა და მართვა, ორგანიზაციული კულტურა და ორგანიზაციული  განვითარება, შიდა კომუნიკაციები, ლიდერების განვითარება, კომპენსაციები და ჯილდოები, ხელმძღვანელობა, თანამშრომლებთან ურთიერთობები, პროცესის მართვა, თანმიმდევრული განვითარებისა და უნარ-ჩვევების დაგეგმვა,  ცვლილებების მენეჯმენტის, რესტრუქტურიზაცია, უძრავი ქონება და ობიექტების მართვა.

ლელას სამუშაო გამოცდილება მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ციფრული ტექნოლოგიები, ტელეკომი, ფარმაცია, საბანკო საქმე, IT.

სოფო ბალავაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელი

სოფო ბალავაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელი

„ძლიერი იმიჯი და კარგი რეპუტაცია, ყველაფერი რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ჩვენი არაჩვეულებრივი ორგანიზაციისა და მისი მიღწევების დემონსტრირებას“ - სოფოს უმთავრესი მიზანია. სოფო ასევე ზრუნავს „ვიონი საქართველო“-ს დამსახურებულ აღიარებაზე, კომპანიის  სტრატეგიისა და მიზნების განხორციელების მხარდაჭერასა და ყველა იმ დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობაზე, რომლებზეც დამოკიდებულია „ვიონი საქართველო“-ს წარმატება.

 

სოფო ფლობს მაგისტრის ხარისხებს როგორც  ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე კომუნიკაციების მართვის სფეროში. „ვიონი საქართველო“-ში მუშაობის დაწყებამდე სოფო მუშაობდა სს „საქართველოს ბანკში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა კომუნიკაციებისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დირექტორის თანამდებობაზე. იგი ხელმძღვანელობდა შიდა და გარე კომუნიკაციებს, ასევე  კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის  სამსახურს, მართავდა ქვეყნის მასშტაბით პოპულარულ კამპანიებს, მონაწილეობდა ბრენდის პლატფორმების განვითარებასა და ბრენდების გარდაქმნაში.

ია მამეიშვილი

ეთიკისა და კომპლაენს მენეჯერი

ია მამეიშვილი

ეთიკისა და კომპლაენს მენეჯერი

ია ასრულებს მუდმივ მისიას, რომელიც გულისხმობს კოორდინაციის გაწევას „ვიონი საქართველოს“ შესაბამისობას კომპანიის ყველა ეთიკურ და სამართლებრივ სტანდარტთან, მათ შორისაა ქცევის კოდექსი.

სს "ბაზისბანკში" ფინანსური მონიტორინგის მენეჯერად სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ამჟამად ია მხარდაჭერას უწევს  „ვიონი საქართველოს“ თანამშრომლებს "აკეთონ საქმე სწორად".

იამ შეძლო შესაბამისი პროგრამების განხორციელება და მართვა, „ვიონი ჯგუფის“ პოლიტიკისა და პროცედურების ადაპტაცია და დანერგვა, ასევე მონიტორის რეკომენდაციების განხორციელება.

თუ იას სთხოვთ, რამდენიმე სიტყვით აღწეროს საკუთარი სამუშაო, ის იტყვის: "არ არსებობს დიდი ბიზნესი გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების გარეშე. სწორედ ამისთვისაა საჭირო შესაბამისობა“.  

მარიკა ჭაბუკიანი

მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერი

მარიკა ჭაბუკიანი

მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერი

მარიკას კარიერა „ვიონი საქართველოში“ (ბრენდი „ბილაინი“) 2007 წლიდან დაიწყო. 11 წლის მანძილზე, მისი საქმიანობის ყოველი დღე, სხვადასხვა პოზიციაზე, თუმცა ყოველთვის კლიენტის კმაყოფილებაზე ზრუნვას უკავშირდებოდა. დღეს ის Customer Experience (CX) მენეჯერია, რაც ნიშნავს, რომ მისი ძირითადი საქმიანობა მომხმარებლის მოთხოვნის, მისი ქცევის და ჩვევების შესწავლა, შესაბამისი კვლევების ჩატარება და ანალიზია.

 

CX მიმართულების მთავარი მისია კლიენტებთან მჭიდრო, გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაა, რომელიც ნდობასა და გამჭვირვალობაზე იქნება დაფუძნებული.

ცნობილია, რომ მომხმარებლებს მუდმივად სურთ მარტივი, მომგებიანი და მათზე მორგებული პროდუქტი. ამ მოლოდინის დაკმაყოფილება კი უფრო და უფრო რთული ხდება. სწორედ ამიტომ გახდა ასე მოკლე დროში, 100%-ით კლიენტის გამოცდილებაზე მიძღვნილი მიმართულება, ასეთი პრიორიტეტული ბიზნესისათვის.

""