ბილაინი აბონენტებს მომსახურების ახალ პაკეტს სთავაზობს

The Best Digital Platform

The Best Digital Platform

ბილაინი აბონენტებს მომსახურების ახალ პაკეტს სთავაზობს

ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მომხმარებლებს ახალ საზაფხულო პაკეტს სთავაზობს, რომელიც სრულადაა მორგებული საქართველოში დასვენების მსურველების საჭიროებებს.

 შეთავაზება „ზაფხულის მიქსის“ ღირებულება სულ 5 ლარია და მოიცავს სხვადასხვა სახის სატელეკომუნიკაციო მომსახურებას:

 

  • ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში
  • 100 წუთი სხვა ადგილობრივ მობილურ ოპერატორებთან
  • ულიმიტო SMS
  • 2 GB მობილური ინტერნეტი.


„ზაფხულის მიქსით“ სარგებლობის ვადა  7 დღეა და გააქტიურება შესაძლებელია როგორც MyBeeline აპლიკაციის მეშვეობით, ასევე კოდით: *110*5#  

 

ბილაინის საზაფხულო და სხვა შეთავაზებები ვრცლად წარმოდგენილია MyBeeline აპლიკაციასა და ვებ-გვერდზე www.beeline.ge

""