საქართველოს ფოსტა

The Best Digital Platform

The Best Digital Platform

საქართველოს ფოსტა

ბილაინის სიმ ბარათის შეძენა საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში, მთელი საქართველოს მაშტაბითაა შესაძლებელი

 

თბილისი, 28 აპრილი, 2020 -  საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი   განაგრძობს კარანტინის პირობებში მომხმარებლისთვის ბილაინის მომსახურებაზე წვდომის კიდევ უფრო გამარტივებას. ბილაინის სიმ ბარათის შეძენა მომხმარებელს ამიერიდან  საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტში შეუძლია, მთელი საქართველოს მასშტაბით. როგორც ცნობილია, კარანტინის პირობებში საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9:00-დან დღის 17:00 საათამდე.

 

ბილაინმა COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების გატარება და დღესაც აქტიურად განაგრძობს როგორც თანამშრომლებზე, ისე მომხმარებლებზე ზრუნვას. უსაფრთხოების მიზნით, კომპანიამ   ვირუსის საქართველოში გამოჩენისთანავე მალევე დაკეტა ყველა მაღაზია ქვეყნის მასშტაბით და თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა. დისტანციურ მუშაობაზეა გადასული ბილაინის სატელეფონო ცენტრიც. ბილაინის ყველა მომსახურება და პროდუქტი მომხმარებლისთვის სრულადაა ხელმისაწვდომი ონლაინ, MyBeeline აპლიკაციის, 

ბილაინის ვებგვერდისა და ონლაინ ჩატის მეშვეობით.

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

 

___________________________________________________________________________

შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

""