ბილაინის თანამშრომლები

The Best Digital Platform

The Best Digital Platform

ბილაინის თანამშრომლები

ბილაინმა თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

 

თბილისი, 21 აპრილი, 2020 -  საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი  აქტიურად განაგრძობს COVID-19-ის გავრცელების შედეგებთან ბრძოლას და, შექმნილ ვითარებაში, თანამშრომელთა მხარდაჭერასა და მოტივაციაზე ზრუნვას. სწორედ ამ მიზნით, ბილაინში დასაქმებულებს კომპანიამ მიმდინარე თვიდან ხელფასები გაუზარდა. აღნიშნული ხელფასის ზრდა არ ითვალისწინებს კონკრეტულ ვადებს და თითოეული თანამშრომელი განახლებული ხელშეკრულების საფუძველზე განაგრძობს მუშაობას.

ბილაინმა COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების გატარება და დღესაც აქტიურად განაგრძობს როგორც თანამშრომლებზე, ასევე მომხმარებლებზე ზრუნვას. კომპანიამ   ვირუსის გამოჩენისთანავე მალევე გადაიყვანა თანამშრომლები დისტანციურად მუშაობაზე და ქვეყნის მასშტაბით ყველა ოფისი უსაფრთხოების მიზნით დახურა. დისტანცურ მუშაობაზეა გადასული ბილაინის სატელეფონო ცენტრიც. ბილაინის ყველა თანამშრომელს აქვს უფასო წვდომა Coursera-სა და  LinkedIn-ის ონლიან სწავლების პლატფორმებზე და შეუძლიათ შეუზღუდავად გაიარონ სასურველი კურსები, ხოლო დახურული მაღაზიების თანამშრომლები ასევე გადიან ინგლისური ენის კურსებს.

ბილაინის ყველა მომსახურება და პროდუქტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ, აპლიკაციის, ვებგვერდისა და ონლაინ ჩატის მეშვეობით. ასევე ხელმისაწვდომია ბილაინის სიმ ბარათებიც, ბილაინის თვითმომსახურების ტერმინალების და საქართველოს ფოსტის 40 ჯიხურის მეშვეობით.

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

 

___________________________________________________________________________ 

შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

""