საქართველოს ბანკის მობილბანკი ინტერნეტის დახარჯვის გარეშე

The Best Digital Platform

The Best Digital Platform

საქართველოს ბანკის მობილბანკი ინტერნეტის დახარჯვის გარეშე

ბილაინის აბონენტებს საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობა
ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ

 

31 მარტი, 2020, თბილისი - საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი  აგრძელებს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას. მომხმარებელთა კომფორტისთვისა და სახლში დარჩენის მოტივაციისთვის, ბილაინის აბონენტებს უკვე შეუძლიათ საქართველოს ბანკის მობილბანკით ინტერნეტის დახარჯვის გარეშე ისარგებლონ და მიიღონ ყველა საჭირო საბანკო მომსახურება ონლაინ. შედეგად, საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციის გამოყენებისას, ბილაინის მომხმარებელს არ დაეხარჯება ინტერნეტი და საბანკო ოპერაციების განხორციელებას იმ შემთხვევაშიც შეძლებს, თუ ინტერნეტის ბალანსზე არაფერი ერიცხება.

 

ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ციფრული პროდუქტების განვითარება და მხარდაჭერა როგორც კომპანიის შიგნით, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობით. Covid-19-ის ქვეყანაში აღმოჩენისთანავე ბილაინმა დაიწყო პრევენციული ზომების მიღება და სადღეისოდ, კომპანია სრულადაა გადასული დისტანციურ მუშაობაზე, სატელეფონო ცენტრის  ჩათვლით. მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ბილაინის ყველა მომსახურება სახლიდან გაუსვლელად, ციფრული არხებით: აპლიკაციით MyBeeline, განახლებული ვებგვერდით www.beeline.ge, ასევე facebook-ისა და ონლაინ ჩატებით.  აბონენტებისთვის ჩვეულებრივაა ხელმისაწვდომი ბილაინის სატელეფონო ცენტრიც. 

 

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

___________________________________________________________________________

შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

""