ბილაინის მაღაზიები

The Best Digital Platform

The Best Digital Platform

ბილაინის მაღაზიები

თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის, ბილაინის ყველა მაღაზია დროებით იხურება

 

 

თბილისი, 19 მარტი, 2020 –  საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი, ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე, 2020 წლის 20 მარტს 18:00-დან კეტავს ყველა  მაღაზიას საქართველოს მასშტაბით და სრულად გადადის აბონენტთა დისტანციურ მომსახურებაზე. გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებასა  და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით. მაღაზიები დახურული იქნება 2020 წლის 1-ელ აპრილამდე.

 

ბილაინის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი მომსახურება მიიღონ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციური არხებით: აპლიკაციით MyBeeline App, განახლებული ვებგვერდით www.beeline.ge, ასევე facebook-ისა და ონლაინ ჩატებით.  აბონენტებისთვის ხელმისაწვდომია ბილაინის სატელეფონო ცენტრიც.

 

ბილაინმა ევროპაში COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების მიღება და დღესაც აქტიურად განაგრძობს.  უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ საქართველოში ვირუსის დაფიქსირებისთანავე დახურა მაღაზიები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში და სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა სათავო ოფისი. ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ უფასოდ განახორციელონ ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე.  აბონენტებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და უკრაინაში საზღვრების დახურვის გამო  ამ დროისთვის საქართველოში ვერ ბრუნდებიან, შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის, ბილაინი საჩუქრად ურიცხავს მობილურ ინტერნეტს.

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

_________________________________________________________________

შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

""