განახლებული ვებგვერდი

The Best Digital Platform

The Best Digital Platform

განახლებული ვებგვერდი

ბილაინმა თანამედროვე დიზაინისა და დამატებითი ფუნქციების მქონე

განახლებული ვებგვერდი წარადგინა

 

 

თბილისი, 19 თებერვალი, 2020 – საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, ბილაინმა  თამედროვე ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, განახლებული ვებგვერდი წარადგინა. ახლებური დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით, ვებგვერდი მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის საჭიროებებს და ბევრად უფრო მარტივი გამოსაყენებელია. განახლებული ვებგვერდი კომპანიის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას ერთ სივრცეში აერთიენებს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მარტივად შეასრულოს სასურველი ოპერაციები.

ვებგვერდის ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას ბილაინის სერვისების შესახებ, მარტივად შეიძინოს სიმ ბარათი და გაიაქტიუროს სასურველი პაკეტი. ბილაინის არსებულ აბონენტებს ასევე შეუძლიათ სწრაფად და მარტივად განახორცილონ ისეთი ოპერაციები, როგორებიცაა: თანხის გადარიცხვა, ავტომატური გადახდის გააქტიურება, კრედიტის აღება თუ ინტერნეტ, ხმოვანი და მიქს პაკეტების შეძენა როგორც მობილური ბალანსიდან, ისე საბანკო ბარათით. ინტეგრირებული „პირადი კაბინეტის“ მეშვეობით, აბონენტები შეამოწმებენ პირად მონაცემებსა და ბალანსს. კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, რომელსაც აბონენტები დიდი ინტერესით შეხვდენ ბილაინის მიერ შექმნილი კომპიუტერული თამაშია, რომელიც მომხმარებელს მობილური ინტერნეტის მიღების შესაძლებლობას აძლევს.  განახლებულ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია უკვე პოპულარული თამაში და მომავალში ახალი ვერსიების განთავსება იგეგმება. ვებგვერდი ადაპტირებულია როგორც სმარტფონების, ასევე პლანშეტების ეკრანებზე.

ბილაინის ახალი ვებგვერდის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აბონენტებმა, რომლებმაც შესაბამის კვლევაში მიიღეს მონაწილეობა და უკუკავშირი მისცეს კომპანიას. კვლევაზე დაყრდნობით, ვებგვერდის განახლებისას მაქსიმალურად მოხდა  მომხმარებლების ინტერესისა და საჭიროებების გათვალისწინება.

ბილაინი აგრძელებს ციფრული პროდუქტების შექმნასა და განვითარებას და მომავალში აბონენტებს არაერთ სიახლეს შესთავაზებს. მათ შორის იქნება, ქართულ აპლიკაციებს შორის ანდროიდის მომხმარებლების რჩეული MyBeeline აპლიკაციის განახლებული ვერსია.

 

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

 

შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

""