ინტერნეტი როუმინგში

The Best Digital Platform

The Best Digital Platform

ინტერნეტი როუმინგში

ბილაინი უფასოდ გაუაქტიურებს ინტერნეტ პაკეტს როუმინგში, ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და უკრაინაში საზღვრების დახურვის გამო დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს

 

 

თბილისი, 16 მარტი, 2020 – საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი მხარდაჭერას უცხადებს მომხმარებლებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და უკრაინაში საზღვრების დახურვის გამო  ამ დროისთვის საქართველოში ვერ ბრუნდებიან და მათთვის შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის, საჩუქრად ურიცხავს მობილურ ინტერნეტს.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ამ ეტაპზე ევროპა ითვლება, რის გამოც არაერთი ქვეყნის საზღვარი დაიკეტა.  ბილაინის მომხმარებლებს, რომელთა საქართველოშიც დაბრუნება ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან შეფერხდა, ავტომატურად დაერიცხებათ გიგაბაიტები როუმინგში გამოსაყენებლად. მომხმარებლებს შესაბამისი შეტყობინება სმს-ით მიუვათ. როუმინგით მოსარგებლე მომხმარებლებს ასევე უფასოდ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ბილაინის სატელეფონო ცენტრს: (+995 32) 2 200 611

 

ბილაინმა ევროპაში COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების მიღება და დღესაც აქტიურად განაგრძობს.  უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ 1-ელ აპრილამდე დახურა მაღაზიები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში და სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა სათავო ოფისი. ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ უფასოდ განახორციელონ ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე. ბილაინის ნებისმიერი მომსახურების მიღება მომხმარებლებს დისტანციურად, MyBeeline აპლიკაციისა და ბილაინის ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ.

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

 

_________________________________________________________________

შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

""