მსოფლიოში პოპულარულ პლატფორმა Busuu

The Best Digital Platform

The Best Digital Platform

მსოფლიოში პოპულარულ პლატფორმა Busuu

ბილაინი მომხმარებლებს უცხო ენების შესწავლის, მსოფლიოში პოპულარულ პლატფორმა Busuu-ს პრემიუმ პაკეტს საჩუქრად სთავაზობს

 

 

თბილისი, 14 მაისი, 2020 – საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მომხმარებლებს წვდომას აძლევს უცხო ენების შესწავლის პლატფორმა Busuu-ს 1-თვიან პრემიუმ პაკეტზე. Busuu უცხო ენის შესწავლის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და მსოფლიოში პოპულარული პლატფორმაა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვედის, ასევე iOS და ანდროიდის აპლიკაციების მეშვეობით და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ისწავლოს უცხო ენა იმ ადამიანთან ურთიერთობით, ვისთვისაც ეს ენა ბუნებრივია. Busuu-ზე ხელმისაწვომია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული 12 ენა, მათ შორის: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ჩინური, თურქული და სხვა. ამჟამად პლატფორმა 100 მილიონ მომხმარებელს ითვლის.

 

პრემიუმ პაკეტით სარგებლობისთვის მომხმარებელი  შედის ვებგვერდზე https://beeline.ge/promo და გადის მარტივ ვერიფიკაციას მობილურის ნომრით, რის შემდეგაც SMS-ით ვაუჩერის კოდს იღებს. ამის შემდეგ მომხმარებელი გადის რეგისტრაციას Busuu-ს ვებგვერდზე და ანგარიშის ძირითად მენიუში ირჩევს „Redeem a Voucher” სადაც შესაბამის ველში SMS-ით მიღებული კოდი შეყავს და სარგებლობს 1 თვიანი პრემიუმ პაკეტით სრულიად უფასოდ.

 

Busuu-სთან თანამშრომლობა ბილაინის ციფრული მიმართულების სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა მომხმარებელს წვდომა მისცეს მსოფლიოში წამყვან საგანმანათლებლო, გასართობ თუ სპორტულ პლატფორმებზე.

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

 

____________________________________________________________________________________ 

 

ბილაინის შესახებ

 

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

""