ბილაინის მომხმარებლებს უცხო ენის შესწავლა თვეში მხოლოდ 15 ლარად შეუძლიათ

მედიაცენტრი

ბილაინის მომხმარებლებს უცხო ენის შესწავლა თვეში მხოლოდ 15 ლარად შეუძლიათ

თბილისი, 13 ნოემბერი, 2020 – საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მის მომხმარებლებს შესაძლებლობას  აძლევს უცხო ენების შესწავლის საერთაშორისო პლატფორმა Busuu-ს პრემიუმ პაკეტი ნახევარ ფასად შეიძინონ. მხოლოდ ბილაინის აბონენტებისთვის Busuu-ს პრემიუმ პაკეტის ღირებულება შეადგენს 15 ლარს, რის შემდეგაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 12 ენიდან ნებისმიერი, კომპლექსური მეთოდის გამოყენებით ისწავლოს.

 

პრემიუმ პაკეტზე წვდომისთვის: 

 

  • მომხმარებელი გადადის ბმულზე: https://beeline.ge/promo; გადის ვერიფიკაციას მობილურის ნომრით, იაქტიურებს მომსახურებას 15 ლარად, რის შემდეგაც SMS-ის მეშვეობით იღებს 10 სიმბოლოს მქონე ვაუჩერის კოდს;
  • შემდეგ, გადის რეგისტრაციასBusuu-ს ვებგვერდზე და ანგარიშის მენიუში პოულობს „Redeem a voucher” ველს და მიღებული კოდი შეყავს;
  • მომხმარებელს უაქტიურდება პრემიუმ პაკეტი ერთი თვით;
  • თუ ერთი თვის გასვლის შემდეგ, სწავლის გაგრძელებას ისურვებს, ზემოთ აღწერილი პროცესის გავლის შემდეგ მეორე თვის ვაუჩერის კოდსაც იღებს;
  • კოდი ვალიდურია 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით;
  • მომსახურების აქტივაციის რაოდენობა ბილაინის აბონენტებისთვის შეუზღუდავია - იგივე პროცესის გავლა დღეში რამდენჯერმეა შესაძლბელი.

 

Busuu უცხო ენების შესწავლის  პოპულარული და ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვედის, ასევე iOS და ანდროიდის აპლიკაციების მეშვეობით და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ისწავლოს უცხო ენა იმ ადამიანთან ურთიერთობით, ვისთვისაც ეს ენა ბუნებრივია. Busuu-ზე ხელმისაწვომია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული 12 ენა, მათ შორის: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ჩინური, თურქული და სხვა. პლატფორმა სადღეისოდ 100 მილიონ მომხმარებელს ითვლის.

 

Busuu-სთან თანამშრომლობა ბილაინის ციფრული მიმართულების სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა მომხმარებელს წვდომა მისცეს მსოფლიოში წამყვან საგანმანათლებლო, გასართობ თუ სპორტულ პლატფორმებზე.

 

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

 

____________________________________________________________________________________

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

""