ონლაინ მომსახურებები

The Best Digital Platform

The Best Digital Platform

ონლაინ მომსახურებები

ბილაინის მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი მომსახურება ონლაინ,

სახლიდან გაუსვლელად მიიღონ

 

 

თბილისი, 13 მარტი, 2020 – საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს მომხმარებლებს ბილაინის მომსახურება ონლაინ არხების - MyBeeline აპლიკაციისა და ვებგვერდის მეშვეობით მიიღონ. MyBeeline აპლიკაციით აბონენტებისთვის ხელმისაწვდომია ბილაინის ყველა მომსახურება, მათ შორის: ბალანსის შევსება, მომსახურებებისა და ტარიფების აქტივაცია და დეაქტივაცია, ბალანსის შემოწმება, ხარჯების დეტალურად ნახვა. აპლიკაცია მუშაობს როგორც iOS, ისე ანდროიდის საოპერაციო სისტემის მხარდამჭერ ტელეფონებზე და მისი გადმოწერა მარტივადაა შესაძლებელი: https://beeline.ge/apps

 

ბილაინის ვებგვერდის beeline.ge და მასში ინტეგრირებული „პირადი კაბინეტის“ მეშვეობით, აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ გადარიცხონ თანხა, შეამოწმონ ბალანსი და დეტალურად ნახონ ხარჯები. ვებგვერდზე მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ შეიძინონ ინტერნეტ, ხმოვანი და მიქს პაკეტები როგორც მობილური ბალანსიდან, ისე საბანკო ბარათით, გაიაქტიურონ ბილაინ კრედიტი და ავტომატური გადახდის მომსახურება.

 

ბილაინმა ევროპაში COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების მიღება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ და დღესაც აქტიურად განაგრძობს.  უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ დროებით დახურა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მდებარე მაღაზიები. ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ უფასოდ განახორციელონ ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე.

 

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

 

_________________________________________________________________

შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

""