ბილაინის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ უცხო ენა ნახევარ წელიწადში მხოლოდ 50 ლარად

მედიაცენტრი

ბილაინის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ უცხო ენა ნახევარ წელიწადში მხოლოდ 50 ლარად

თბილისი, 5 მაისი, 2021 – საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მის მომხმარებლებს შესაძლებლობას  აძლევს უცხო ენების შესწავლის საერთაშორისო პლატფორმა Busuu-ს პრემიუმ პაკეტი შეიძინონ განსაკუთრებულ ფასად. მხოლოდ ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ მიიღონ 6 თვიანი წვდომა პრემიუმ პაკეტზე ჯამში 50₾ -ად, ნაცვლად 250₾ -ისა. Busuu-ს მეშვეობით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ 12 ენიდან ნებისმიერი, კომპლექსური მეთოდის გამოყენებით ისწავლონ.

 

პრემიუმ პაკეტზე წვდომისთვის: 

  • მომხმარებელი გადადის ბმულზე გადის ვერიფიკაციას მობილურის ნომრით, რის შემდეგაც SMS-ის მეშვეობით იღებს პრომო კოდს;
  • შემდეგ, გადის რეგისტრაციასBusuu-ს ვებგვერდზე და ანგარიშის მენიუში, ველში „Redeem a voucher” შეყავს მიღებული კოდი;
  • მომხმარებელს უაქტიურდება პრემიუმ პაკეტი 6 თვით;
  • მომსახურების აქტივაციის რაოდენობა ბილაინის აბონენტებისთვის შეუზღუდავია.

 

Busuu უცხო ენების შესწავლის  პოპულარული და ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვედის, ასევე iOS და ანდროიდის აპლიკაციების მეშვეობით და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ისწავლოს უცხო ენა იმ ადამიანთან ურთიერთობით, ვინც მოცემულ ენას ბუნებრივად ფლობს. Busuu-ზე ხელმისაწვომია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული 12 ენა, მათ შორის: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ჩინური, თურქული და სხვა. პლატფორმა სადღეისოდ 100 მილიონ მომხმარებელს ითვლის.

 

Busuu-სთან თანამშრომლობა ბილაინის ციფრული მიმართულების სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა მომხმარებელს წვდომა მისცეს მსოფლიოში წამყვან საგანმანათლებლო, გასართობ თუ სპორტულ პლატფორმებზე.

 

 

 

____________________________________________________________________________________ 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

media@beeline.ge

 

 

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

""