Press

ქართული

Русский

English

პრეს რელიზი

ბილაინის საჩუქარი სასწავლო წელთან დაკავშირებით

დღეს, 14 სექტემბერს, კუს ტბაზე  კომპანია ბილაინის ორგანიზებით გაიმართება ჯგუფების  «ფრანი» და  «მგზავრები»  კონცერტი, რომელზეც დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია.
კონცერტზე ჯგუფები  «ფრანი»  და «მგზავრები» ცოცხლად შეასრულებენ როგორც კარგად ნაცნობ, ისე ახალ ჰიტებს. გარდა ამისა,  კონცერტის მსვლელობისას , მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ სახალისო ვიქტორინაში მიიღონ მონაწილეობა და ბილაინის ლამაზი ნომრებით დასაჩუქრდნენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  ბენდები «ფრანი»  და  «მგზავრები» კუს ტბაზე პირველად დაუკრავენ ერთად.
კონცერტზე დასწრების მსურველებს,  ვაკის ტერიტორიაზე უფასოდ მოემსახურებათ ყვითელი ავტობუსები.
«მოხარულები ვართ, რომ ბილაინის ორგანიზებით  ახალგაზრდებისათვის საყვარელი ბენდების  «ფრანი»  და «მგზავრები»  კონცერტი გაიმართება.  ახალი სასწავლო წლის განმავლობაში ბილაინი ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს და მათ
სურვილებზე  განსაკუთრებულად მორგებულ პროდუქტსა თუ სატარიფო გეგმას შესთავაზებს.» - განაცხადა კომპანია «მობიტელის»  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ.


«ვიმპელკომის» კომპანიების ჯგუფში შედის კავშირგაბმულობის ოპერატორები, რომლებიც მომსახურებას უწევენ ხმოვან კავშირსა და მონაცემების გადაცემას უსადენო და ფიქსირებული კავშირის ტექნოლოგიების ფართო სპეკტრის საფუძველზე და ასევე უზრუნველყოფენ ინტერნეტში ფართოსპექტრიან ხელმისაწვდომობას. «ვიმპელკომის»  ჯგუფში შედიან კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, საქართველოსა და სომხეთში, ასევე ვიეტნამსა და კამბოჯაში. «ვიმპელკომის» კომპანიების ჯგუფის ლიცენზიები მოიცავს ტერიტორიას მოსახლეობის საერთო რაოდენობით 340 მლნ ადამიანი. მომსახურების გაწევა ხორციელდება ბილაინის ბრენდით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

თეონა ბაღდავაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

შპს «მობიტელი»

ტელ: + 995 97 97 03 53

Tbagdavadze@beeline.ge

წინა | 31 აგვისტო 2009   16 სექტემბერი 2009 | შემდეგი