Press

ქართული

Русский

English

პრეს რელიზი

ყველაზე ხელმისაწვდომი ტარიფები GPRS პაკეტებზე

დღეიდან ბილაინის აბონეტებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ ყველაზე დაბალი ტარიფებით GPRS მომსახურებაზე საქართველოში. 

აბონენტებს  შეუძლიათ წინასწარ შეიძინიონ  GPRS პაკეტები, მათ მოთხოვნებზე მორგებული მეგაბიტების ოდენობით და მიიღონ მნიშვნელოვანი ფასდაკლება.

50 MB ინტერნეტის ღირებულება შეადგენს 5 ლარს და მისი გააქტიურება შესაძლებელია  ნომერზე *110*055 OK  დარეკვით.

100 MB, 250 MB, და 1  GB  ინტერნეტის ღირებულებაა შესაბამისად  8, 12 და 25 ლარი.
მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია გააქტიურებიდან 30 დღის განმავლობაში.

«კომპანია ბილიანი მუდმივად ცდილობს,  თავის არსებულ თუ  ახალ აბონენტებს მრავალი საინტერესო  სიახლე და შეღავათიანი სატარიფო გეგმა თუ  მომსახურება შესთავაზოს. ამჯერად, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ ყველაზე ხელმისაწვდომ ტარიფებს სხვა და სხვა  GPRS  პაკეტზე. საინეტესოა ის ფაქტიც, რომ ბილაინის ქსელის ყოველი მეორე აბონენტი აქტიურად იყენებს GPRS და WAP სერვისებს, შესაბამისად ეს მონაცემი,  დამატებითი სტიმული გახდა ჩვენთვის, რომ  აბონენტებისათვის ეს  სასიამოვნო სიახლე შეგვეთავაზებინა» განაცხადა კომპანია «მობიტელის»  კომერციულმა დირექტორმა არჩილ მაღრაძემ.

«ვიმპელკომის» კომპანიების ჯგუფში შედის კავშირგაბმულობის ოპერატორები, რომლებიც მომსახურებას უწევენ ხმოვან კავშირსა და მონაცემების გადაცემას უსადენო და ფიქსირებული კავშირის ტექნოლოგიების ფართო სპეკტრის საფუძველზე და ასევე უზრუნველყოფენ ინტერნეტში ფართოსპექტრიან ხელმისაწვდომობას. «ვიმპელკომის»  ჯგუფში შედიან კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, საქართველოსა და სომხეთში, ასევე ვიეტნამსა და კამბოჯაში. «ვიმპელკომის» კომპანიების ჯგუფის ლიცენზიები მოიცავს ტერიტორიას მოსახლეობის საერთო რაოდენობით 340 მლნ ადამიანი. მომსახურების გაწევა ხორციელდება ბილაინის ბრენდით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

თეონა ბაღდავაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

შპს «მობიტელი»

ტელ: + 995 97 97 03 53

Tbagdavadze@beeline.ge

წინა | 12 აგვისტო 2009   14 სექტემბერი 2009 | შემდეგი