![]() |
|
პრეს რელიზი
|
სატარიფო გეგმა «კლიკი»შპს «მობიტელი»
სავაჭრო ნიშნით «ბილაინი» ახალ სატარიფო გეგმას, «კლიკს»
უშვებს. «ბილაინის» აბონენტებს დღეიდან საშუალება ექნებათ,
ისარგებლონ მობილური ინტერნეტისთ, საუკეთესო პირობებით, 1 მეგაბაიტი
ინტერნეტი, მხოლოდ 5 თეთრად, 8.00 დან 23.59
საათამდე. «კლიკის» მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი დამატებითი
მომსახურებით, როგორებიცაა: ვინ დარეკა, ზარის ლოდინი, ზარის
შეზღუდვა, Beeline კრედიტი, კონფერენც კავშირი, მობილური
გადარიცხვა , მიმდინარე ბალანსის შემოწმება, Beeline მენიუ,
«ჩვენ, საგანგებოდ დავამთხვიეთ ახალი სატარიფო გეგმის გამოშვება, სასწავლო წლის დაწყებას. დარწმუნებულები ვართ, რომ მობილური ინტერნეტის ახალგაზრდა მომხმარებლებლები დააფასებენ ახალი ტარიფის უპირატესობას და არა მხოლოდ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ, არამედ უფრო დიდხანს შესძლებენ მეგობრებთან და თანატოლებთან ურთიერთობას, რადგან სტატისტიკის მიხედვით, ბილაინის ყოველი მეორე აბონენტი GPRS- პაკეტის აქტიური მომხმარებელია» - განაცხადა «ბილაინის» საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ. «ვიმპელკომის» კომპანიების ჯგუფში შედის კავშირგაბმულობის ოპერატორები, რომლებიც მომსახურებას უწევენ ხმოვან კავშირსა და მონაცემების გადაცემას უსადენო და ფიქსირებული კავშირის ტექნოლოგიების ფართო სპეკტრის საფუძველზე და ასევე უზრუნველყოფენ ინტერნეტში ფართოსპექტრიან ხელმისაწვდომობას. «ვიმპელკომის» ჯგუფში შედიან კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, საქართველოსა და სომხეთში, ასევე ვიეტნამსა და კამბოჯაში. «ვიმპელკომის» კომპანიების ჯგუფის ლიცენზიები მოიცავს ტერიტორიას მოსახლეობის საერთო რაოდენობით 340 მლნ ადამიანი. მომსახურების გაწევა ხორციელდება ბილაინის ბრენდით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: თეონა ბაღდავაძე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი შპს «მობიტელი» ტელ: + 995 97 97 03 53 |
|
|
© 2009-2010, შპს მობიტელი. ყველა უფლება
დაცულია. |
ინფორმაცია: |