19 ოქთომბერს, 11:00
საათზე კომპანია «ბილაინი» საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და
ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს უნიკალურ და დღემდე უცნობ კოლექციას
გადასცემს.
მობილური კავშირის კომპანიამ არნისნული არქივი მუზეუმის ხელნაწერთა
ფონდისათვის ერთ-ერთი კერძო პირისგან შეისყიდა.
კოლექცია რამდენიმე ათეულ ფოტოსა და დოკუმენტს შეიცავს, თუმცა მათ
შორის ორი ნიმუში განსაკუთრებული ეროვნული მნისვნელობისაა.
გარდა, ამისა, ბილაინის მიერ შესყიდულ კოლექციის მეშვეობით,
მუზეუმის ვიზიტორები, უდიდეს ქართველ მხატვრებს ლადო გუდიაშვილს,
ელენე ახვლედიანს, დავით კაკაბაძესა და ქეთევან მაღალაშვილს
საქართველო ხელმეორედ აღმოაჩენს იმ ფოთოებით, რომელიც კოლექციაშია
წარმოდგენილი.
ალბომის ერთი ნაწილი დავით კაკაბაძის უცნობ მემკვიდრეობასაც შეიცავს.
კერძოდ აქ შესულია შევარდნაძის მიერ დაწყებული და შემდეგ
განადგურებული დოკუმენტური ფილმის «საქართველოს ისთორიული ძეგლების»
ფოთო ანაბეჭდები. მათი მნიშვნელობა უდიდესია, რადგან ფოთოებზე
არბეჭდილია ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქი. 1940 წლის მიწისძვრამდე და
ზარზმის მონასტრის გადაკეთებული გუმბათები.
«მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, ამ ეროვნული მნიშვნელობის
პროექთში მიგვეღო მონაwილეობა. კომპანია ბილაინისათვის, რომლის
ისტორიაც საქართველოში, მხოლოდ 2 წელს ითვლის, განსაკუთრებით
საპასუხისმგებლოა ის ფაქტი, რომ საქართველოსათვის ასეთი დიდი
მნიშვნელობის ისტორიულ დოკუმენტების აღმოჩენაში შეიტანა თავისი
წვლილი» - განაცხადა ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის
მენეჯერმა, თეონა ბაღდავაძემ.
«ვიმპელკომის» კომპანიების ჯგუფში შედის კავშირგაბმულობის
ოპერატორები, რომლებიც მომსახურებას უწევენ ხმოვან კავშირსა და
მონაცემების გადაცემას უსადენო და ფიქსირებული კავშირის ტექნოლოგიების
ფართო სპეკტრის საფუძველზე და ასევე უზრუნველყოფენ ინტერნეტში
ფართოსპექტრიან ხელმისაწვდომობას.
«ვიმპელკომის» ჯგუფში შედიან კომპანიები, რომლებიც
ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ტაჯიკეთში,
უზბეკეთში, საქართველოსა და სომხეთში, ასევე ვიეტნამსა და კამბოჯაში.
«ვიმპელკომის» კომპანიების ჯგუფის ლიცენზიები მოიცავს ტერიტორიას
მოსახლეობის საერთო რაოდენობით 340 მლნ ადამიანი. მომსახურების გაწევა
ხორციელდება ბილაინის ბრენდით.
დამატებითი
ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
თეონა
ბაღდავაძე
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მენეჯერი
შპს
«მობიტელი»
ტელ: + 995 97 97 03
53
Tbagdavadze@beeline.ge