„ინტერნეტ პრემიუმი“ - ახალი, 3 თვიანი ინტერნეტ პაკეტების ხაზი

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

„ინტერნეტ პრემიუმი“ - ახალი, 3 თვიანი ინტერნეტ პაკეტების ხაზი

 

29 სექტემბერიდან შეგიძლია ისარგებლო ბილაინის ახალი, ინოვაციური ინტერნეტ პაკეტების ხაზით - „ინტერნეტ პრემიუმი“. „ინტერნეტ პრემიუმი“-ს მთავარი უპირატესობა მის სიმარტივეშია: გაიაქტიურე სასურველი პაკეტი ერთხელ და 3 თვის განმავლობაში, პაკეტის შესაბამისი მეგაბაიტები ავტომატურად დაგერიცხება, ღამით კი შეძლებ ისარგებლო ულიმიტო ინტერნეტით 90 დღის ვადით. დამატებით, საჩუქრად მიიღებ Stingray Music App-ის პრემიუმ პაკეტს, იგივე ვადით.

 

გარდა იმისა, რომ მეგაბაიტების შეძენაზე ზრუნვა ყოველთვე აღარ დაგჭირდება, „ინტერნეტ პრემიუმი“-ს პაკეტების აქტივაციით, შენს ყოველთვიურ ხარჯს ინტერეტზე 30%-ით შეამცირებ.

 

 

2GB (08:00 - 00:15) + ღამის ულიმიტო ინტერნეტი (00:15 - 08:00) + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი

ფასი: 14,5₾ (21₾-ს ნაცვლად, 30%-იანი ფასდაკლებით)

ვადა: 90 დღე

აქტივაცია: *315*23#

 

4GB (08:00 - 00:15) + ღამის ულიმიტო ინტერნეტი (00:15 - 08:00) + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი

ფასი: 23₾ (33₾-ს ნაცვლად, 30%-იანი ფასდაკლებით)

ვადა: 90 დღე

აქტივაცია: *315*43#

 

10GB (08:00 - 00:15) + ღამის ულიმიტო ინტერნეტი (00:15 - 08:00) + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი

ფასი: 35,5₾ (51₾-ს ნაცვლად, 30%-იანი ფასდაკლებით)

ვადა: 90 დღე

აქტივაცია: *315*103#

 

30GB (08:00 - 00:15) + ღამის ულიმიტო ინტერნეტი (00:15 - 08:00) + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი

ფასი: 63₾ (90₾-ს ნაცვლად, 30%-იანი ფასდაკლებით)

ვადა: 90 დღე

აქტივაცია: *315*303#

 

 

ინტერნეტ პრემიუმი“-ს პაკეტების ბალანსის შემოწმება: *315#

 

პაკეტებზე მოქმედებს ავტომატური გაგრძელების ფუნქცია. 90 დღის შემდეგ, ნომრის ანგარიშზე შესაბამისი თანხის არსებობის შემთხვევაში, „ინტერნეტ პრემიუმი“-ს საფასური ხელახლა ჩამოგეჭრება და  პაკეტი კვლავ 3 თვით გააქტიურდება.

 

ინტერნეტ პრემიუმი“-ს პაკეტებით სარგებლობის პრინციპი:

მაგ., თუ გაიაქტიურებ პაკეტს „2GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი“, ერთჯერადად ჩამოგეჭრება პაკეტის  საფასური - 14,50₾  და დაგერიცხება „2GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი“. აღნიშნული 2GB-ის გამოყენება შეგიძლია 30 დღის განმავლობაში. თუ მას თვეზე ნაკლებ დროში ამოწურავ, 08:00-დან 00:15 საათამდე, ინტერნეტით სარგებლობის საფასური ჩამოგაკლდება სხვა პაკეტიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნომრის ანგარიშზე არსებული თანხიდან სტანდარტული ფასის მიხედვით: 1MB - 0,10 ₾.  1 თვის შემდეგ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე კვლავ დაგერიცხება „2GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი“ 30 დღით. გაითვალისწინე, რომ ამ დროს უქმდება წინა თვეში დარიცხული აუთვისებელი მეგაბაიტები. ანალოგიურად, მე-3 თვეს დაგერიცხება „2GB + ღამის ულიმიტო ინტერნეტი + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი“ და გაუქმდება წინა თვის აუთვისებელი მეგაბაიტები.

 

მეგაბაიტებთან ერთად, ყოველთვე გაგიაქტიურდება Stingray Music App-ის პრემიუმ პაკეტი.

 

ულიმიტო ინტერნეტით სარგებლობა შეგიძლია 00:15-დან 08:00 საათამდე. თუ „ინტერნეტ პრემიუმი“-ს პარალელურად სხვა ინტერნეტ პაკეტსაც გაიაქტიურებ, 08:00-00:15 პერიოდში მეგაბაიტები ჯერ “ინტერნეტ პრემიუმი”-დან გაიხარჯება და შემდეგ სხვა პაკეტიდან.

 

„ინტერნეტ პრემიუმი“-ს პაკეტების აქტივაცია შესაძლებელია როგორც USSD კოდით, ასევე MyBeeline App-ით, ვებგვერდიდან და Facebook ჩატ-ბოტის დახმარებით.

 

Stingray გლობალური ბრენდია, რომელიც უკვე 23 წელია რაც ბაზარზე მოღვაწეობს. Stingray Music მუსიკალური პლატფორმა 150-ზე მეტ კონკრეტული მიმართულების მქონე, მუდმივად განახლებად ფლეილისტებს მოიცავს, რომლებიც თანამედროვე მუსიკალური ტრენდებისა და მსმენელთა უკუკავშირის საფუძველზე, 200-მდე ადამიანის მიერ ყოველდღიურად იქმნება. Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტი კი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობას, რეკლამების გარეშე, მაღალი აუდიო ხარისხის მეშვეობით მოგცემს.

 

აპლიკაციის ჩამოსატვირთად გადადი შესაბამის ბმულზე:

Play Store

App Store*

 

*აპლიკაციით სარგებლობისთვის, Apple ID-ში მითითებული უნდა იყოს საქართველო.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა