კომპანიის შესახებ

ბილაინი, წარმოადგენს დინამიურად განვითარებად მაღალტექნოლოგიურ კომპანიას, რომლის მიზანია მომხმარებელს გაუხსნას გზა ციფრულ სამყაროში.

კომპანიის პრიორიტეტია ისეთი  პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა, რომელიც ადამიანების ცხოვრების დონეს აამაღლებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ¬ეკონომიკურ განვითარებას.

2007 წლის 15 მარტს პირველი მობილური ზარი განხორციელდა.დღესდღეობით ბილაინი  უზრუნველყოფს 2G  GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3) , 4G/LTE  800 MHz (B20)   უსადენო მომსახურებას.

დღევანდელი მონაცემებით ბილაინის აბონენტთა რაოდენობამ  1 800 000 ადამიანზე მეტს  მიაღწია.

ბილაინი შედის „Veon”-ის კომპანიათა ჯგუფში. Veon  არის სატელეკომუნიკაციო სერვისების წამყვანი საერთაშორისო პროვაიდერი 14 ქვეყანაში, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. კომპანია უზრუნველყოფს ხმის და მონაცემების გადაცემის სერვისს მთელი რიგი ტრადიციული და ფართოზოლოვანი მობილური და ფიქსირებული ტექნოლოგიების მეშვეობით. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჩვენმა ოპერაციებმა დაფარა დაახლოებით 740 მილიონი ადამიანით დასახლებული ტერიტორია, და ამჟამად ჩვენ გვყავს 222 მილიონი მობილურის მომხმარებელი და 56,024 თანამშრომელი. ინფორმაცია ჩვენი კომპანიის საკუთრების სტრუქტურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://vimpelcom.com/Investor-relations/