ბილაინისა და Stingray Music-ის გათამაშებაში აბონენტებს iPhone 14-ის მოგება შეუძლიათ

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

მედიაცენტრი

ბილაინისა და Stingray Music-ის გათამაშებაში აბონენტებს iPhone 14-ის მოგება შეუძლიათ

ბილაინისა და Stingray Music-ის გათამაშება დაიწყო

 

ბილაინისა და მუსიკალური აპლიკაცია Stingray Music-ის ერთობლივი გათამაშება დაიწყო. 25 დეკემბრის ჩათვლით, აბონენტებს კონკრუსში ჩართვა და iPhone 14-ის მოგება შეუძლიათ.

 

კონკურსში მონაწილებისთვის მომხმარებლებმა საჭიროა:

  • გაიაქტიურონ ბილაინის ნებისმიერი პაკეტი რომელიც Stingray Music-ს მოიცავს.
  • გადმოწერონ Stingray Music-ის აპლიკაცია და გაიარონ მარტივი ავტორიზაცია.
  • აპლიკაციაში აირჩიონ მათი ფავორიტი მუსიკალური არხი და საჯაროდ გააზიარონ ფეისბუკის პირად გვერდზე ჰეშთაგით #BeelineMusic
  • გათამაშების გამარჯვებული გახდება ის ადამიანი, ვინც 25 დეკემბრის ჩათვლით გაზიარებულ პოსტზე ჯამურად ყველაზე მეტ რეაქციას დააგროვებს.

 

კონკურსში მონაწილეობა და პრიზის მოგება შეუძლია 18+ ასაკის ბილაინის აბონენტს, ხოლო თუ აბონენტი არასრულწლოვანია მას დაჭირდება მშობლის/კანონიერი მეურვის თანხმობა. პრიზის მისაღებად გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს სიმ ბარათი დაპირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ბილაინისა და Stingray Music-ის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. Stingray Music მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურად მისთვის შექმნილ სიმღერების კრებულს, მომხმარებლის მიერვე მოძებნილი შემსრულებლების მიხედვით. ამასთან, მხოლოდ „ბილაინის“ აბონენტებს, თვეში $3.99 გადახდის ნაცვლად, შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ  Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტით, რომელიც სტანდარტული პაკეტისგან გამოირჩევა მაღალი ხარისხის გარჩევადობით და თავისუფალია რეკლამისგან. ბილაინი აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მრავალფეროვანი შეთავაზებებით, რომელიც მოიცავს მობილურ ინტერნეტსა და Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტს.

 

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS ისე Android საოპერაციო სისტემაზე და სარგებლობისთვის არ არის საჭირო რეგისტრაცია – აპლიკაცია არჩევს, როდესაც გადმოწერა ხდება „ბილაინის“ სიმ ბარათის მქონე ტელეფონით და ავტომატურად პრემიუმ პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს აბონენტს.

 

კანადაში დაფუძნებული კომპანია, Stingray Group Inc. მსოფლიოში წამყვანი მუსიკის, მედიისა და ტექნოლოგიების კომპანიაა. Stingray-ს ყავს 400 მლნ გამომწერი, მსოფლიოს 156 ქვეყანაში.