MyBeeline ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

მედიაცენტრი

MyBeeline ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა

ბილაინის (საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი) მობილური აპლიკაცია MyBeeline ჩამოტვირთვის რაოდენობით ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა. ჩამოტვირთვების რიცხვი სადღეისოდ 1 მილიონს აჭარბებს, ხოლო  აპლიკაციის რეიტინგი Google play -ზე 4.7 -ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მომხმარებლების დიდი უმეტესობა სწორედ ანდროიდის საოპერაციო სისტემის მხარდამჭერ სმარტფონს ფლობს. MyBeeline ასევე პოპულარულია iOS საოპერაციო სისტემაზე მომუშავე ტელეფონის მფლობელებს შორის - აპლიკაციის რეიტინგი App Store- ზე 4.8 -ს შეადგენს.

 

MyBeeline აპლიკაცია წარმოადგენს ბილაინის ოფისს მომხმარებლის ტელეფონში და აბონენტს შესაძლებლობას აძლევს მარტივად  შეასრულოს ოპერაციები ნებისმიერ დროს და აწარმოოს საკუთარი ხარჯების დეტალური კონტროლი. MyBeeline-ის მეშვეობით მომხმარებელს  შეუძლია: ჩარიცხოს თანხა, ჩართოს მომსახურებები და ტარიფები, შეამოწმოს ბალანსი, მომსახურებების სტატუსი და ხარჯები; ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეინახოს საბანკო ბარათის მონაცემები და აწარმოოს ავტომატური გადახდები.

 

MyBeeline აპლიკაციის ჩამოსატვირთათ ეწვიეთ: https://www.beeline.ge/applications/