ბილაინი აბონენტებს “ინტერნეტ პრემიუმი“ ხაზის ახალ პაკეტებს სთავაზობს

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

მედიაცენტრი

ბილაინი აბონენტებს “ინტერნეტ პრემიუმი“ ხაზის ახალ პაკეტებს სთავაზობს

საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, ბილაინი აბონენტებს ინტერნეტ პრემიუმი ხაზის ახალ სამთვიან პაკეტებს სთავაზობს. მოცემული პაკეტების აქტივაციისას  აბონენტი ერთჯერადად იხდის პაკეტის 3 თვის საფასურს და მომდევნო 3 თვის განმავლობაში ყოველთვე ავტომატურად ერიცხება პაკეტის შესაბამისი ოდენობის მეგაბაიტები. ინტერნეტ პრემიუმის ახალი პაკეტების მომხმარებელი 3 თვის განმავლობაში ასევე სარგებლობს ღამის ულიმიტო ინტერნეტით და საჩუქრად იღებს Stingray Music App-ის პრემიუმ პაკეტს, იმავე ვადით.

 

ინტერნეტ პრემიუმის ახალი პაკეტებია:

 

  • 50GB (08:00 - 00:15) + ღამის ულიმიტო ინტერნეტი (00:15 - 08:00) + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი - 50₾, ვადა 90 დღე 
  • პრემიუმ მიქსი: 25GB + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი,  ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ ქსელთან (+ ფიქსირებული ქსელები), ულიმიტო SMS - 60₾, ვადა 90 დღე 
  • MyBeeline App-ის სპეციალური შეთავაზება: 70GB (08:00 - 00:15) + ღამის ულიმიტო ინტერნეტი (00:15 - 08:00) + Stingray Music App პრემიუმ პაკეტი -50₾, ვადა 90 დღე

 

ინტერნეტ პრემიუმი პაკეტების აქტივაცია შესაძლებელია როგორც USSD კოდით, ასევე MyBeeline App-ით, ბილაინის ვებგვერდიდან და ბილაინის facebook ჩატ-ბოტის დახმარებით.

 

Stingray 23 წლის წინ დაარსებული საერთაშიროსო ბრენდია. მუსიკალური პლატფორმა Stingray Music -ი, 150-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის, მუდმივად განახლებად ფლეილისტს მოიცავს, რომლებიც თანამედროვე მუსიკალური ტრენდებისა და მსმენელთა უკუკავშირის საფუძველზე 200-მდე ადამიანის მიერ ყოველდღიურად იქმნება. Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტი კი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობას ურეკლამოდ და მაღალი აუდიო ხარისხის მეშვეობით იძლევა. აპლიკაციის ჩამოსატვირთად მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს:

 

Play Store

App Store*

 

ბილაინის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას ქვეყანაში, რისთვისაც მუდმივად ანვითარებს ახალ ციფრულ პროდუქტებს და მსოფლიოში წამყვან კორპორაცია ნოკიასთან ერთად მუშაობს ძირითადი ქსელის განახლებაზე, რომ რაც შეიძლება მეტ აბონენტს საქართველოში წვდომა მიცეს ხარისხიან 4G  მომსახურებაზე.

 

*აპლიკაციით სარგებლობისთვის, Apple ID-ში მითითებული უნდა იყოს საქართველო.