|
გაარკვიეთ, როუმინგის რომელი
ტიპია ხელმისაწვდომი ამა თუ იმ ქვეყანაში - პირდაპირი
როუმინგი ან «Global Roaming».
პირდაპირი
როუმინგი
ჩართვა
• თქვენ რეგისტრირდებით ავტომატურად
ან
• თქვენ რეგისტრირდებით ქსელში სტანდარტული გზით. ამოირჩიეთ
ოპერატორი იმ
ქვეყნის ხელმისაწვდომი ქსელების სიიდან, რომელშიც
იმყოფებით
გამორთვა
• საქართველოში დაბრუნებისას ტელეფონი ავტომატურად რეგისტრირდება
ბილაინის ქსელში
Global
Roaming
ჩართვა
Global Roaming-ით
სარგებლობისათვის:
• შედით ტელეფონის
მენიუში
• მოძებნეთ
Beeline მენიუ (Beeline მენიუ განლაგებულია ტელეფონის მთავარ
მენიუში ან Tools ან Application - ში)
• Beeline მენიუს ჩამონათვალში აირჩიეთ Global Roaming და
დააჭირეთ ON-ს.
• გამორთეთ და ხელახლა ჩართეთ ტელეფონი
• Global Roaming-ი უკვე გააქტიურებულია
როუმინგში რეგისტრაცია ხდება
ავტომატურად.
თუ ავტომატური
რეგისტრაცია არ მოხდა მაშინ საჭიროა პარამეტრების ხელით
მომართვა:
შედით მენიუში - Tools
(ინსტრუმენტები) - Settings (მომართვა) - Network (ქსელი) – Operator
selection (ოპერატორის არჩევა) - Manual (მექანიკური) - ტელეფონი
დაიწყებს ხელმისაწვდომი ოპერატორების ძებნას (
ყველა ქვეყანაში ხელმისაწვდომი ოპერატორების სია)
თუ თქვენს ტელეფონში არ
არის Beeline მენიუ მიმართეთ ბილაინის აბონენტთა მომსახურების ცენტრს. თქვენ
უფასოდ მოგცემენ Sim ბარათს Beeline მენიუთი.
გამორთვა
Global Roaming-ის
გამოსართავად:
• შედით ტელეფონის მენიუში
• მოძებნეთ
Beeline მენიუ (Beeline მენიუ განლაგებულია ტელეფონის მთავარ
მენიუში ან Tools ან Application - ში)
• Beeline მენიუს ჩამონათვალში აირჩიეთ Global Roaming-ი
და დააჭირეთ OFF-ს.
• გამორთეთ და ხელახლა
ჩართეთ ტელეფონი
• Global Roaming-ი უკვე გამორთულია
გთხოვთ, გაარკვიეთ
მომსახურების გადახდის ხერხი:
-
წინასწარი ანგარიშსწორების
სისტემა «prepaid»: ბევრ ქვეყანაში წინასწარი
ანგარიშსწორების სისტემის «prepaid» აბონენტებისათვის ხელმისაწვდომია
Online-როუმინგის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა რეალურ დროში
ანგარიშიდან თანხის ჩამოწერა (ონლაინ ტარიფიცირება). ასეთ ქვეყნებში
თქვენ შეგიძლიათ იმგზავროთ ანგარიშზე ნებისმიერი დადებითი თანხით და
აკონტროლოთ ხარჯები ნებისმიერ დროს. ბილაინის Online-როუმინგის
მომსახურება არ საჭიროებს გააქტიურებას. იმ ქვეყნების და ოპერატორების
სია, სადაც ეს მომსახურება ხელმისაწვდომია, მოიძებნება გვერდზე
როუმინგი. როუმინგის მომსახურების ჩართვისათვის იმ ქვეყნებში, სადაც
Online-როუმინგი არ არის, საჭიროა ბალანსის
შევსება 90 GEL-მდე, და მოგზაურობის დროს
ანგარიშზე უნდა იქონიოთ არა ნაკლები 40 GEL
თანხა.
|